ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს 

30 ივნისი 2021, 14:10 1292 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს  - ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

პრესსპიკერ, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ახალ ხელმძღვანელს ელოდება. 

''დღეს თამარ ჟვანიამ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადაგზავნილია პარლამენტში. 

საარჩვენო ადმინისტრაცია მადლობას უხდის თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან 8 წლის განმავლობაში გასწია. ამ პერიოდში იყო არა ერთი სირთულე და გამოწვევა, მაგრამ ყველამ ერთად გადავლახეთ პრობლემები. მადლობა მინდა გადავუხადო გამძლეობისა და თმენისთვის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში  გამოავლინა. 

თამარ ჟვანია საერთაშორისო ორგანიზაციაში აგრძელებს მუშაობას. 

საარჩევნო ადმინისტრაცია არის ძალიან ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ველოდებით ცესკოს ახალ თავმჯდომარეს, კომისიის ახალ წევრებს, რომ მათთან ერთად შემოდგომაზე ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები" - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან დღეს გადადგა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი