ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ 42 წუთიან გადაცემას ამზადებს.
“Travel Show”-ს გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ მოგზაურობა გურია-სამეგრელოს მიმართულებით გააგრძელა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ესტონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა.