სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია. ის ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.