ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი

29 ივნისი 2021, 14:14 1174 ნახვა
00:00
00:00

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 53-ე რაუნდის ფარგლებში დღეს ტექნიკური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, ხვალ კი დისკუსიის ძირითადი რაუნდი გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია კვლავ მოითხოვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საპატიმროებში მყოფი ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას და სხვა უკანონო პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებას.

ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგშია საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესის შეწყვეტა, ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგორის და გალის რაიონებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების და სხვა უფლებების შეზღუდვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი