ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი

29 ივნისი 2021, 11:05 1058 ნახვა

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 53-ე რაუნდი იწყება. დღეს ტექნიკური, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, ხვალ კი, დისკუსიის ძირითადი რაუნდი.

საქართველოს დელეგაცია კვლავ მოითხოვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საპატიმროებში მყოფი ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას და სხვა უკანონო პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებას.

ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგშია საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესის შეწყვეტა, ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგორის და გალის რაიონებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების და სხვა უფლებების შეზღუდვა.

უმრავლესობა მსგავსი სახის საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად დაყენებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი