გლობალური კოალიციის მინისტერიალზე შეხვედრისას აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა რომში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილესთან ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს უსაფრთხოების გარემოს და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს.
ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის საკითხს და მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას.