ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალშექმნილი ოჯახებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების პროგრამაზე ისაუბრა.
ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამის დეტალები ზუსტდება და ის ძალაში ძალიან მალე შევა.
"300 მლნ ლარზე მეტი ბიუჯეტი იქნება გამოყოფილი ყველა ტიპის ახალი პროგრამისთვის რაზეც იყო საუბარი, პრემიერმა რამდენიმე პროგრამა გააჟღერა...
ერთ-ერთი ასეთი ახალი პროგრამა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, სადაც ახალი ოჯახის წევრი შეეძინებათ. ამ ბოლო პროგრამის ამოცანა არის, ხელი შევუწყოთ ქართულ ოჯახებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. მგონი სამართლიანია სახელმწიფო ასეთ ოჯახებს შეეხიდოს პასუხისმგებლობის გაზიარებით. მათ შორის, ეს იმ დეველოპერების დახმარებაც არის, ვინც ამ შეთავაზებას გაუკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანა, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე.
ჩვენ ამ პროგრამების ყველა დეტალს გავშლით, როცა გვექნება ინდივიდუალური პრეზენტაცია. სააგენტო მუშაობს კონკრეტულ სამთავრობო აქტზე და ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება ძალაში"-განაცხადა ნათია თურნავამ.