კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა განახლდება - ნათია თურნავა 

28 ივნისი 2021, 12:07 801 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა, განახლდება. ნათია თურნავას თქმით, ის კვლავ ''აწარმოე საქართველოში'' პროექტის ფარგლებში განხორციელდება. 

განცხადებების მიღება რამდენიმე დღეში დაიწყება.

''ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული შემთხვევა იყო  როდესაც პროგრამა ''აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში ჰოლივუდის მიერ იქნა გადაღებული ფილმები, ასევე ქვეყანაში ჩამოვიდნენ სხვა ცნობილი კინოკომპანიების წარმომადგენლები. 2019 წლის ბოლოს კოვიდპანდემიის დაწყებასთან ერთად დროებით შეწყდა ეს პროგრამა.  საუბარია კინოინდუსტრიის მხარდაჭერის  პროგრამაზე, რომელიც ,,აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში ხორციელდებოდა. 

ეს პროგრამა უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას და საქართველოში, მსოფლიოში აღიარებული, სხვადასხვა კინოკომპანიის ჩამოსვლას და გადაღებებს. ასევე სამუშაო ადგილების შექმნას. 

დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა მომავალში ძალიან წარმატებული იქნება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ქვეყანაში მსოფლიო კინოინდუსტრიის პლატფორმის დამკვიდრებას'' - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი