ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 42 ადამიანი. კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა. რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 9 პაციენტი.
კლინიკაში მკურნალობს 132 პირი, კოვიდ სასტუმროში 173, ხოლო ონლაინ კლინიკაში 229 მოქალაქე.