პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ოზურგეთის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პროკურატურამ 13 დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მუხლი გადააკვალიფიცირა რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.