ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული

26 ივნისი 2021, 15:08 1484 ნახვა

უსაფრთხოების სფეროში კვლევისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც უსაფრთხოების სფეროში ცენტრსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას კვლევისა და სწავლების გაძლიერების მიმართულებით, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ცენტრს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში