ავღანეთიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

26 ივნისი 2021, 15:13 792 ნახვა

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

უახლოეს დღეებში საქართველოში ავღანეთში დისლოცირებული ბოლო ქვედანაყოფის, ბოლო ასეულის პირადი შემადგენლობა და უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდება, რითაც ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში