მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება, დღეს საზღვაო აკადემიის პირველკურსელებმა, ბათუმის მეათე ნავსადგურში, ტრადიციული ფიცი დადეს.
რომელიც ეკონომიკის მინისტრმა მიიღო. გარდა ამისა, საზღვაო ტრანსპორტისა და საზღვაო სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანისათვის დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები, ხოლო პრეზიდენტის სახელით, ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ღირსების მედალი გადაეცათ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებს. ასევე, საპატიო ჯილდოები მიიღეს საზღვაო სფეროს გამოცდილმა მუშაკებმა.