ბრიტანული ხომალდი  HMS DEFENDER საქართველოშია

26 ივნისი 2021, 15:23 904 ნახვა

ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი HMS DEFENDER-ი შემოვიდა. ხომალდი გასულ დღეებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. რუსეთის მტკიცებით, 23 ივნისს, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საჰაერო გამანადგურებელი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა,  HMS DEFENDER​-ი შევიდა "რუსეთის ტერიტორიულ წყლებში".

ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თითქოს ბომბი ჩამოაგდო ნაღმოსნის გზაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში