"ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს - ნათია თურნავა

26 ივნისი 2021, 15:25 796 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის.

როგორც თურნავა აღნიშნავს, მხარეებს შორის დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

შემდეგი ნაბიჯი, რაც არის შეთანხმებული საერთაშორისო მედიატორთან არის ის, რომ აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ასევე უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი