ხმაური და 8 საათის განმავლობაში გაგრძელებული დებატები პარლამენტში

26 ივნისი 2021, 15:27 948 ნახვა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. 28 ივნისს კი პარლამენტის რიგგარეშე სესია პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვითა და მასთან დაკავშირებით დეპუტატების გამოსვლებით დაიწყება.

პრემიერ მინისტრმა პარლამენტში ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვების ნაწილში ერთმანეთის მიმართ ისმოდა ბრალდებები, იყო მხილება და ხმაური, საუბარი შეეხებოდა იმას - თუ ვის რა გაუკეთებია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. „ნაციონალური მოძრობის“ წევრებმა პრემიერის 8 საათიან მოხსენებას ტანჯვა-წამება უწოდეს, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლა გამორიცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი