მოსამართლეების დანიშვნა - საიას განცხადება

24 ივნისი 2021, 14:40 588 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის თვითნებურ და უსამართლო პროცესზე საუბრობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.

„მრავალი წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საერთო სასამართლოების თვითმმართველობის ორგანო, ამგვარი საზოგადოებრივი განწყობებისა და კრიტიკის პირობებში ახორციელებს საქმიანობას. შედეგად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუდმივად წარმოშობს კითხვის ნიშნებს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გავლენებისგან თავისუფლების კუთხით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამგვარ მოცემულობაში წარიმართა. ეს საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია. - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი