პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები- ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, განათლების სამინისტროსა და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ სპეციალისტებთან ერთად პროფესიული უნარების სააგენტოს მუშაობა განიხილეს.
ასევე სააგენტოს შექმნის მიზნებზე, მის ფუნქციებსა და მართვის მოდელზე გაკეთებული პრეზენტაციაც წარმოადგინეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.