სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ილია მეორემ უკანონო პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს. დღეს კი გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით შიდა ქართლში აქცია გაიმართა. უკანონოდ დაკავებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისიდან ჩასული აქტივისტები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ, რომელთა გამოჩენასაც პროტესტის მონაწილეების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მსვლელობა ზაზა გახელაძის სახლიდან დაიწყო და სამთავისის მონასტერთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეები ლოცვას დაესწრნენ. ზაზა გახელაძის მამამ ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე გადასვლა გადაიფიქრა, მიზეზი ოჯახმა პროცესში საპატრიარქოს ჩართულობით ახსნა.