ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბიჭი 2021-ის" გამოკითხვაში მეორე ადგილზე დაწინაურდა

23 ივნისი 2021, 11:11 1698 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიური გამოცემის „ტუტოსპორტის“ „ოქროს ბიჭი 2021“-ის გამოკითხვაში მეორე ადგილზე დაწინაურდა. 20 წლის ქართველი ''ტუტოსპორტმა'' ევროპის 100 გამორჩეულ ფეხბურთელში დაასახელა.

გამოცემის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისთვის ხვიჩა 21,3 %-ით მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს 46 367-მა მომხმარებელმა მისცა ხმა.

პირველი ადგილი გამოკითხავში ისევ ''ბეშიქთაშის'' ახალგაზრდა თურქ ფეხბურთელს ერსინ დესტანოღლუს უჭირავს, რომლესაც ხმების 39,8% აქვს.

გულშემატკივართა გამოკითხვის პარალელურად საუკეთესო ხუთეულებს ცნობილი გამოცემები ევროპული გამოცემები ასახელებენ.

გულშემატკივრებს შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიას ხმა მისცენ ტუტოსპორტის ოფიციალურ გვერდზე არსებულ გამოკითხვაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში