ენმ წყლის პროექტის განხორციელებაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

22 ივნისი 2021, 14:06 1195 ნახვა

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’  ,,აჭარის წყლის ალიასის’’ მიერ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. 

რეზო ხარაზის განცხადებით,   წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილატაციის პროექტის ფარგლებში, კომპანია აჭარის მთავრობასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად კორუფციული გზით  59 მილიონი ევროს გახარჯვას აპირებს. 

ხარაზის რწმუნებით,  2013-2019 წლებში ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებსა და დაბებში  წლის სისტემების მოსაწესრიგებლად 72 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. მისივე თქმით, სწორედ ამ  პროექტებზე არის გამოცხადებული  ახალი ტენდერები. ოპოზიციონერ წევრს  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  უპასუხა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი