მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივანი საქართველოშია. თომას გარეტი უკვე შეხვდა დავით ზალკალიანს. განიხილეს კოალიციის ფარგლებში საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
დავით ზალკალიანმა კოალიციის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
ყურადღება დაეთმო, რუსეთის მხრიდან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს, ე.წ. „ბორდერიზაციის“, უკანონო დაკავებების, გატაცებებისა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეში დარღვევის ფაქტებს. ვიზიტის ფარგლებში თომას გარეტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს. ]