პირბადის ტარება ჯერ-ჯერობით სავალდებულო უნდა იყოს - ამირან გამყრელიძე

21 ივნისი 2021, 13:57 1830 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,  პირბადის მოხსნის რეკომენდაციას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა.

გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა.

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, სტაბილიზაცია გვაქვს,, თუმცა ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია, პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

რაც შეეხება პირბადეების ტარებაზე რაიმე ტიპის შემსუბუქებას, ჯერჯერობით ამ ვითარებაში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით ვალდებულების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ. გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ ყველაფერზე თუ საჭიროდ მიიჩნევა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში