აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი, კლინიკა დატოვა 4-მა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოში მკურნალობს 206 პაციენტი. მძიმეა 57-ის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11.
რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 222 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 086 პირი.