აჭარას უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ

21 ივნისი 2021, 10:40 1410 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ტურსააგენტოების წარმომადგენლებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები მოინახულეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმს სტუმრობდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას კი ინფოტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები დაეგემოვნებინათ და ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სწვეოდნენ. უკრაინელი ტუროპერატორები აჭარაში 4 დღით იმყოფებიან და რეგიონს დღეს დატოვებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში