მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

20 ივნისი 2021, 18:15 1105 ნახვა

''ჩვენ ეკლესიამ მთელმა ხალხმა მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ - ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და 20 წელიწადზე მეტი ასეთ ბავშვებს უვლიდა,“ - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელის მეუფე სპირიდონის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დღევანდელი სტანდარტების შესაბამისად ეს საქმე სხვებმა უნდა გააგრძელონ.ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა. მეუფე სპირიდონი კი, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელმძღვანელობდა, პანსიონიდან საკუთარი ნებით წავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი