აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციას ბრალდებული ძმების-წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ და 7-ვე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულია 7 ადამიანი მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.