ეუთო/ოდირის მორიგი დასკვნა, რომელიც საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმას ეხება. ევროპელები რეფორმებს მხარს უჭერენ მით უმეტეს, რომ იგი ორ მხარეს შორის შეთანხმების შედეგია, თუმცა გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში შესაძლოა ყველა ცვლილება ვერ მოესწროს.
ტრადიციულად დასკვნას ერთმანეთის საპირისპიროდ გებულობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, მმართველი გუნდი იზიარებს დასკვნის სულისკვეთებას და მათი ოპონენტების მიმართ პროცესებში ჩართვის მოწოდებას უსვამენ ხაზს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ დასკვნა მათ სასარგებლოდაა დაწერილი და პირიქით იქ ხელისუფლების კრიტიკა ისმის