ბობოყვათის მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა- დაკავებულია რამდენიმე პირი

19 ივნისი 2021, 18:40 1393 ნახვა

ქობულეთის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარედ, ბობოყვათის აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი იმ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.

აქციის მონაწილეებმა დაახლოებით ორი საათის წინ რკინიგზა გადაკეტეს და მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.  ადგილობრივები ხელისუფლებას იმ მიწების დაკანონებას სთხოვენ, რომელიც მათი თქმით,  ოჯახების ისტორიული საკუთრებაა თუმცა დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი