კრისტიან ერიკსენი გულზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიდან გაწერეს, დანიელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. 29 წლის ფეხბურთელი კლინიკის დატოვების შემდეგ ეროვნული ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე თანაგუნდელების სანახავად მივიდა.
კრისტიან ერიკსენმა დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის მატჩი საათნახევრით შეწყდა.