ქედაში ეკომიგრანტთა ეზოში სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დასრულდა. მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურა მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. თვითმმართველობამ მოედნის მშენებლობისთვის 86 ათასი ლარი დახარჯა. პარალელურად მიმდინარეობს სოფელ წონიარისის სპორტული მოედნის მშენებლობაც.