ქართველმა რეჟისორმა ბერლინალეს ჯილდო „რიონის ხეობის მცველებს“ მიუძღვნა

17 ივნისი 2021, 19:49 1401 ნახვა

რიონის ხეობის მცველებს მიუძღვნა ქართველმა რეჟისორმა ბერლინალეზე მოპოვებული ჯილდო.  ალექსანდრე კობერიძის სრულმეტრაჟიანი კინოსურათი ,,რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“  ბერლინის საკონკურსო პროგრამაში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ საუკეთესო ფილმად დაასახელა. გამარჯვება  კინოხელოვანმა საჯაროდ მიუძღვნა სამოქ     ალაქო აქტივისტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.,, რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართული კინოსურათია, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა: მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი აღარ უჩვენებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი