ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს მომავალ კვირაში სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი ერთად მოინახულებენ, მანამდე კი სოციალური მუშაკები ბავშვების საჭიროებების შეფასებას გააგრძელებენ. აუდიენცია ომბუდსმენსა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შორის საათზე მეტხანს გაგრძელდა, ასევე დღეს გახმოვანდა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პანსიონს დატოვებს ყველა ვისაც ბავშვები ადანაშაულებენ. მეუფე იაკობმა რამდენიმე აღმზრდელი დაწესებულებიდან უკვე გაათავისუფლა.