გიორგი მამალაძე იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო დაამტკიცებს მის უდანაშაულობას - ადვოკატი

17 ივნისი 2021, 15:40 1491 ნახვა

დეკანოზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ იმედიანად არის განწყობილი-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძესთან 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ  ადვოკატმა განაცხადა.

"თვითონ საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი. მისი ერთადერთი მიზანი სტრასბურგთან მიმართებაში არის, დამტკიცდეს, რომ მას ნამდვილად არ ჰქონია ციანიდი და არავის მოკვლას არ გეგმავდა. ძირითადი ფოკუსი სტრასბურგის სასამართლოსი არის ის, რომ შეკითხვები უკავშირდება საქმის სამართლიანი განხილვის უფლების შესაძლო დარღვევის საკითხს. კომუნიკაცია თავისთავად გულისხმობს, რომ სასამართლომ მიიჩნია, პირველადი შესწავლის შედეგად, რომ პრეტენზიები არის საფუძვლიანი, თუმცა არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არის დადასტურებული,"- აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი.

დავით ჯანდიერი მსჯავრდებულ სასულიერო პირთან მას შემდეგ შევიდა, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე ადვოკატის სარჩელი განხილვაში მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს აქვს 6 კვირიანი ვადა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაციის დასამყარებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი