​ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა - ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 10:19 1384 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. ამის შესახებ ტიკარაძემ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბავშვები მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ.

"ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონატებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი.

შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. ვგულისხმობ, ნინოწმინდის პანსიონთან მიმართებით ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იქ შესაძლებელი გახდეს ბავშვების განთავსება, როგორც მცირე ზომის ოჯახის ტიპის სახლში. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ყოველთვის პოზიტიურის მოლოდინი გვაქს...

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი