ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მერვედფინალშია

15 ივნისი 2021, 18:49 1289 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ჰალეს ტურნირზე ფრანგი ჟილ სიმონი სამ სეტში დაამარცხა  (6:1, 3:6, 6:4 ) და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერანელი ჰანფმანი ან ფრანგი რინდერკნიჩი იქნება.

ჰალეს ტურნირზე ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერიც ასპარეზობს.

ტურნირი, გერმანიის ქალაქ ჰალეში ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე