ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 5 930 კილოგრამი არადეკლარირებული საკონდიტრო ნაწარმი აღმოაჩინეს

15 ივნისი 2021, 17:37 6580 ნახვა

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 5 930 კილოგრამი არადეკლარირებული საკონდიტრო ნაწარმი აღმოაჩინეს. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გეზში ​საქონელი აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში იპოვეს.

''ტრანზიტული ტვირთის, რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმია აღმოჩენილი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 660 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი