ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

14 ივნისი 2021, 19:46 974 ნახვა

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინით დღეს ტურიზმის და კულტურის  სფეროს წარმომადგენლები, ექიმები და სპორტსმენები აიცრნენ. ტურიზმში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ტურისტებს უსაფრთხოდ და მომზადებულად უნდა დახვდნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით აჭარაში  კოვაქსის პლატფორმით მიმდინარე თვეში  საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს. ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი  3 მილიონ 200 დოზა ვაქცინას ელოდებიან. ეს არის სინოვაკი, სინოფარმი,ფაიზერი, ნოვავაქსი და ჯონსონ ენდ ჯონსონი. ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ აჭარაში აცრისთვის შესაბამის პორტლზე, ყოველდღიურად  800 ადამიანი რეგისტრირდება, თუმცა მისივე თქმით   მას შემდეგ რაც ვაქცინის დოზები ქვეყანაში ჩამოვა ეს რიცხვი 2 500-მდე უნდა გაიზარდოს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი