“სამგურალი” VS “ბათუმის დინამო”

14 ივნისი 2021, 12:41 613 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში ბათუმის დინამო წყალტუბოში სტუმრად სამგურალს დაუპირისპირდება. ამჟამად ზღვისპირელები სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობენ. სამგურალი კი 22 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

ორივე გუნდი შეხვედრას ოპტიმალურ მდგომარეობაში ხვდება, თუმცა ბათუმის დინამოს მხოლოდ ირაკლი აზაროვი დააკლდება დისკვალიფიკაციის გამო.

მატჩი 17:30 წუთზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, ამიტომ 18 საათიანი საინფორმაციო გამოშვება მთავარი ეთერში არ გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში