პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით შიდა ქართლში 2004 წელს დაბადებული დააკავა.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა. ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.