შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში 29 წლის ახალგაზრდა დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ნიკეას ქუჩაზე, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს - 1986 წელს დაბადებულს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.