განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ თელავში 23 წლის ახალგაზრდა დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში რამდენიმე ადამიანს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე- 21 წლის ახალგაზრდა ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა.
დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.ჩხუბის დროს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ბრალდებულმაც. იგი საავადმყოფოში მკურნალობს.