ილია ჭავჭავაძის როლი ქართულ კინოში-ამ თემაზე საჯარო ლექცია ილიას სახელობის მუზეუმში ოლიკო ჟღენტმა წაიკითხა. კინოდოკუმენტალისტმა, რეჟისორმა, ხელოვნებათმცოდნემ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ფილმებზე ისაუბრა.ლექციას ბათუმის სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            