ფოთის ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, მაშველებმა იპოვეს. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, 26 წლამდე ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად წყალში საბანაოდ შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მათივე განმარტებით, ის, სავარაუდოდ, წყლის დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო სპეციალური ტექნიკა.