"სინოვაკით" ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება. დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც პირველი, ისე მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა "სინოფარმის'' მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge
"სინოვაკის" ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.