მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული ინვენტარიზაციის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თავის ოჯახის წევრზე დარეგისტრირებულ საწარმოს მოჩვენებითი გარიგებით სრულად გადააწერა ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რის შედეგადაც, საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის იძულების წესით ამოღებას.