მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

11 ივნისი 2021, 09:57 92 ნახვა

ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ჩემპიონი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში უზბეკი ბობონოვი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის წოდება მეორედ მოიპოვა. ის მესამე ქართველია, რომელმაც ბუდაპეშტში ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო. მანამდე ეს იაგო აბულაძემ  და ლაშა შავდათუაშვილმა  შეძლეს.

დღეს ტატამზე 100 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი  -  ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იასპარეზებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში