შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.