ბათუმში მაღაზიის დაწვა სცადეს

09 ივნისი 2021, 14:21 1220 ნახვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მაღაზია ფარფურის დაწვა სცადეს. თანამშრომლების ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ასევე ფარფურის კუთვნილ საწყობებზე ხელვაჩაურში. მანამდე კი მაღაზიის  სხვა ფილიალზე.  ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. მაღაზიის თანამშრომლების თქმით მნიშვნელოვანი ზიანი არ დამდგარა. 

მაღაზიის მეპატრონე თამუნა კახიძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მისამართით მსგავსი ქმედებები მიზანმიმართულად ხორციელდება.  მომხდარში ყოფილ  ბიზნესპარტნიორს, მურმან ჯინჭარაძეს  და ქართული ოცნების წევრს, გოჩა ბარამიძეს ადანაშაულებს. მისი განცხადებით სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა თავდასხმის პრევენცია ვერ მოხდა.  კახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებთან  სასამართლო დავაც აქვს. 

ბრალდებებზე ბიზნესმენმა მურმან ჯინჭარაძემ და  გოჩა ბარამიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

დღეს მომხდარ ფაქტზე  კი    შინაგან საქმეთას სამინისტრომ  გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში