აჭარაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

09 ივნისი 2021, 10:51 776 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ ეტაპზე  რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 313 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 88, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11 პირი. 

635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 224- აჭარაში.

6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 021, პირი, აჭარაში - 1 998.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში